ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


 

სასწავლო პროცესების მართვა

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სტუდენტური ინტერნეტ გაზეთი

 


შემოსულ სტუმართა რაოდენობა:
Mail boxes

 


 კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!  მზადა არის 2011 წლის დიპლომები, გთხოვთ გაიტანოთ. ღირებულება შეადგენს 20 ლარს, გადახდა ლიბერთი ბანკში.

სიახლეები

18.05.2012 16-17 მაისს, არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი თინა გელაშვილი მიწვეული იყო აღრის უნივერსიტეტში (თურქეთი) შეხვედრაზე, სადაც განიხილეს არსებული ურთიერთთანამშრომლობა და დასახეს სამომავლო გეგმები.

17.05.2012 16 მაისს  ჩატარებული აკადემიური საბჭოს არჩევნების მეორე ტურის შედეგები

17.05.2012 16 მაისს  ჩატარებული წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შედეგები.

15.05.2012 განივითარე ინგლისური ენა და ლიდერული - უნარჩვევები! კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე, შაბათ-კვირას, მონაწილეობა უფასოა. პროექტი დაფინანსებულია ,,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“-ს მიერ. პრეზენტაცია ჩატარდება 16 მაისს, 15:00 სთ-ზე. სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. (208 აუდიტორია) www.speakup.ge

15.05.2012 ტუდენტური დღეების ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატი კალათბურთში. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ იურიდიული და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის გუნდები. გამარჯვება ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის გუნდს დარჩა.

14.05.2012  23 მაისს, 2 სთ-ზე, მეორე კორპუსის საპრეზენტაციო დარბაზში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ინგლისურენოვანი კონფერენცია.

11.05.2012 აკადემიური საბჭოს არჩევნების შედეგები.

10.05.2012 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან ახალგაზრდულ ფესტივალში “სტუდენტური დღეები 2012″, რომელიც გაიხსნება 14 მაისს, მონაწილეობას მიიღებს ახალციხის სხელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკ-ის I კურსის სტუდენტი ნათია კაჭკაჭაშვილი ნამუშევრებით: ნატურმორტი "დოქი“-გრაფიკა და ფოტოკოლაჟი „ჩემი მესხეთი“.

10.05.2012 ხალციხის მუნიცეპალიტეტის თვითმმართველობისა და  USAID- ის მიერ დაფინანსებული დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ინიციატივით,  11 მაისს, 2 სთ-ზე, მოეწყობა ქალაქის დასუფთავების აქცია "ახალციხე სუფთა ქალაქი", რაშიც ქალაქის ყველა ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტიც.

10.05.2012 უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 208-ე აუდიტორიაში, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსული ფილოლოგიის minor-პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ამავდროულად ამ პროგრამის სტუდენტებმა გამართეს მხატვრულად გაფორმებული საღამო, სადაც შესანიშნავად წარმოადგინეს ქართულ-რუსული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები.

7.05.2012 პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებისათვის. დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ.

7.05.2012 პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს "პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების ტრენინგები". ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გადაემზადონ პროფესიული ორიენტაციის ტრენერებად. ინფორმაციისათვის მიმართეთ ფაკულტეტის დეკანს ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გურანდა მოდებაძეს.

3.05.2012 მაისში ჩასატარებელი ღონისძიებების გრაფიკი.

2.05.2012  3 მაისს, სტუდენტური თვითმმართველობისა და "ეკო-კლუბი"-ის ინიციატივით გაიმართება დასუფთავების აქცია "ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა". აქცია იქნება მრავალჯერადი ხასიათის.

1.05.2012 ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქ. ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ზიემოვით კუკულსკი და მატეუშზი ლეონოვიჩი ესტუმრნენ. უნივერსიტეტის რექტორთან, ქალბატონ თინა გელაშვილთან  შეხვედრისას დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

30.04.2012 პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ! საგამოცდო ტესტების ჩაბარების ბოლო ვადაა 18 მაისი. გთხოვთ  ტესტების ელექტრონული ვერსია წარმოადგინოთ საგამოცდო ცენტრში ან გამოგზავნეთ მისამართზე:  sagamocdo@astu.edu.ge

30.04.2012 10 მაისს, 14 სთ-ზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 208-ე აუდიტორიაში, ჩატარდება ჰუმანიტარული ფაკულტეტის რუსული ფილოლოგიის minor-პროგრამის პრეზენტაცია და ლიტერატურული საღამო, ქართულ-რუსული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობებისადმი.

30.04.2012 27 აპრილს, დამსაქმებლები: სამცხე-ჯავახეთის Mercy Corps-ის ალიანსების დირექტორი დევიდსონ ჰაიფილი, გენდერის კვლევისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნინო ლომიძე და პროგრამის თანაშემწე ნინო ხითარიშვილი შეხვდნენ ინგლისური ფილოლოგიის სტუდეტებს. მათ სტუდენტებს გააცნეს დამსაქმებლის მოთხოვნები.

25.04.2012 უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში მოეწყო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის - თამარ მაისურაძის, პერსონალური გამოფენა - გობელენი, თიხის ნამუშევრები და ნახატები

23.04.2012 26-30 ივლისს გაიმართება კონფერენცია "კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა", რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის პროფესორ ვახტანგ შამილაძის ხსოვნას.

23.04.2011 27 აპრილს, 12 სთ-ზე, პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელიზაბეტ ფერონი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრის თემაა: DAAD-ის გაცვლითი პროგრამები.

19.04.2012 27 აპრილს, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაცია - "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" გამართავს ღია ლექციას, რომელიც განკუთვნილია მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. ლექციას წარმართავენ ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკ ჰოუელი, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები: უილიამ ლაჰოუ და  კრისტინა ბალეიშიტე.

17.04.2012 11 აპრილს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის კრება, რომელსაც წევრის სტატუსით დაესწრო ახალციხის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ნანა მაისურაძე. შეკრებაზე განხორციელდა კონსორციუმის პროგრამების პრეზენტაციები. დაიგეგმა ტრეინინგი და რამდენიმე ინოვაციურ პროგრამაში ახალციხის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ჩართვა.

 არქივი:  2012 წ. 2011 წ.   2010 წ.

 

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის  ვადები


გვერდის მესაკუთრე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიი
ვებ–გვერდის შექმნის თარიღი: 26-11-2006; ბოლო განახლება: 8–02–2010;
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ #106; ელ.ფოსტა: contact@astu.edu.ge
ტელ: 8 (265) 2-19-90, 8(265) 2-12-19.